16:20 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-11 13:11:37, 844 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი - როდესაც ივანიშვილი ეხმარებოდა სახელმწიფო ინსტიტუტებს, მაშინ არ გახსენებიათ, რომ შესაძლოა ოლიგარქი ყოფილიყო

როდესაც ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს წლების განმავლობაში, როგორც ფიზიკური პირი, პირდაპირ ხაზინაში რიცხავდა საკუთარ სახსრებს,  ეხმარებოდა ქართულ ჯარს, პოლიციას და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს, მაშინ ჩვენს ოპონენტებს საერთოდ არ გახსენებიათ, რომ  შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო ოლიგარქი - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციამ დაინახა რა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის თანახმად,   მათ რიგებში, ან მათი  პოლიტიკური პარტიების უკან მდგომი გარკვეული პირები მოხვდებიან ამ წრეში, ახლა გაახსენდა, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია. 

„როდესაც ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს წლების განმავლობაში, როგორც ფიზიკური პირი, პირდაპირ ხაზინაში რიცხავდა საკუთარ სახსრებს,  ეხმარებოდა ქართულ ჯარს, ქართულ პოლიციას და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს, რათა ისინი ფეხზე დამდგარიყვნენ და დემოკრატიულ, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ ინსტიტუტებად ჩამოყალიბებულიყვნენ, მაშინ ჩვენს ოპონენტებს საერთოდ არ გახსენებიათ ის, რომ  შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო ოლიგარქი.

ახლა როდესაც დაინახეს, რომ პირნათლად ვასრულებთ 12 პუნქტიანი გეგმის ერთერთ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც არის დეოლიგარქიზაცია და დაინიცირდა შესაბამისი კანონპროექტი, ნახეს რა, რომ ამ კანონპროექტის შესაბამისად,  გარკვეული პირები მათ რიგებში, ან მათი  პოლიტიკური პარტიების უკან მდგომი პირები მოხვდებიან ამ წრეში, ახლა გაახსენდათ ბიძინა ივანიშვილი, რომ თურმე ის არის ოლიგარქი, მაშინ, როდესაც ადამიანი სრულად ჩამოშორებულია როგორც სახელმწიფო მმართველობას, ისე ქართულ პოლიტიკას. ეს არის ორმაგი სტანდარტი - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics