16:21 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 21:23:38, 1109 ნახვა

პოლიტიკა
რუმინეთში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რუმინეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ცერემონია ბუქარესტში, „ჰენრი კოანდას“ საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.

პრეზიდენტს „ჰენრი კოანდას“ საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: რუმინეთში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იულიან ფოტა, საქართველოში რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ.

რუმინეთში საქართველოს ელჩის ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის განცხადებით, ამ ვიზიტს როგორც სიმბოლური, ასევე პრაქტიკული დანიშნულება აქვს. მისივე განმარტებით, ვიზიტს ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტები ხელს აწერენ დოკუმენტს – ერთობლივ დეკლარაციას „საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების შესახებ“.

„რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდამჭერია. Ჩვენ 2019 წელს აღვნიშნეთ ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლისთავი, ხოლო წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოცდამეათე წლისთავს. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს რუმინელ კოლეგასთან, პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან და რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატისა და სენატის თავმჯდომარეებთან. საქართველოს პრეზიდენტი აგრეთვე ეწვევა რუმინეთის საპორტო ქალაქ კოსტანცას“, – განაცხადა რუმინეთში საქართველოს ელჩმა.

საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი თეონა აქუბარდია, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე, კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ლიანა ჯერვალიძე.

ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics