16:46 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 18:21:08, 1114 ნახვა

პოლიტიკა
რეზნიკოვი - უკრაინამ, ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერით, უნდა დასაჯოს სარაკეტო ტერორისტები და ამას გააკეთებს

უკრაინამ, ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერით, უნდა დასაჯოს სარაკეტო ტერორისტები და ამას გააკეთებს.- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკს რეზნიკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით,რუსეთის სარაკეტო ტერორზე საუკეთესო პასუხი არის უკრაინისთვის საზენიტო და სარაკეტო სისტემების მიწოდება - დაიცავი ცა უკრაინის თავზე.

"ჩვენ მტერი მიიჩნევს, რომ სარაკეტო დარტყმები ეფექტური შემაკავებელია. ეს ასე არაა. ეს არის ომის დანაშაულებები. დაუღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. უკრაინამ, ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერით, უნდა დასაჯოს სარაკეტო ტერორისტები და ამას გააკეთებს.

რუსეთის სარაკეტო ტერორზე საუკეთესო პასუხი არის უკრაინისთვის საზენიტო და სარაკეტო სისტემების მიწოდება - დაიცავი ცა უკრაინის თავზე! ეს დაიცავს ჩვენს ქალაქებს და ჩვენს ხალხს. ეს დაიცავს ევროპის მომავალს. ბოროტება უნდა დაისაჯოს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის ქალაქები დაბომბვის ქვეშ მოექცა.

მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო.

ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics