|
2022-10-10 13:32:40, 1070 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში მედიკამენტების ფასების რეგულირების მექანიზმზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი შეხვედრა გაიმართა. სამინისტრო წამლის ფასის რეგულირების მიზნით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმზე მუშაობს. აღნიშნული მექანიზმი რეფერენტული ქვეყნების სიის განსაზღვრას, მედიკამენტების ფასებზე ინფორმაციის შეგროვებასა და მაქსიმალური ზღვრული ფასების გამოთვლას ითვალისწინებს. შედეგად ჯანდაცვის სამინისტრო წამლებზე მაქსიმალურ ღირებულებას განსაზღვრავს, რომლის გათვალისწინებაც მედიკამენტების რეალიზაციისას სავალდებულო იქნება. რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკულ და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამუშაო პროცესში ჩართულები არიან დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, რათა მედიკამენტების ფასების რეგულირების ახალი მექანიზმის დიზაინი საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის სპეციფიკის და კონტექსტის გათვალისწინებით შემუშავდეს. აღნიშნული პროცესი, უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს. ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის ბრძანებით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმის დანერგვის მიზნით, სამინისტროში სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის ივლისში შეიქმნა. მომდევნო ეტაპზე, ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართება შეხვედრა და სამუშაო ჯგუფი, დაგეგმილ ცვლილებს მათთან ერთად განიხილავს.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)