|
2022-10-07 15:22:40, 1143 ნახვა
პოლიტიკა
ხუციშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს, შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ბონი დენის ჯენკინსს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული წარმატებული პროგრამები. უწყების ინფორმაციით, აღინიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამასთან თანამშრომლობის კუთხით. ფინანსთა მინისტრმა მადლიერება გამოთქვა ამერიკელი პარტნიორების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციას, როგორც თანამშრომელთა პროფესიული განვითარების, ისე აღჭურვილობითა და ტექნიკით უზრუნველყოფის კუთხით. თავის მხრივ, ამერიკულმა მხარემაც ხაზი გაუსვა ამ ფორმატში თანამშრომლობას და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ეფექტიან მუშაობას. ლაშა ხუციშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს გააცნო სამინისტროს სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე, საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის მიმდინარეობა. დასასრულს, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას, როგორც რეგიონული, ისე გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით. შეხვედრას დაესწრნენ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ამერიკის საელჩოს EXBS პროგრამის რეგიონული მრჩეველი, კარენ ჩეისონი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის სპეციალური ასისტენტი, ნიკოლას ჰასკო, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა, შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)