|
2022-10-07 14:11:13, 1201 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი შოთაძე - ფემიციდთან საბრძოლველად ერთიანი ძალისხმევაა საჭირო და საზოგადოების ჩართულობა ამ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია
ყველანი ვთანხმდებით, რომ ფემიციდის შეჩერება კომპლექსური გამოწვევაა, ფემიციდთან საბრძოლველად ერთიანი ძალისხმევაა საჭირო და საზოგადოების ჩართულობა ამ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გენერალურ პროკურატურაში, ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის გახსნით ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, მიუხედავად გატარებული რეფორმებისა და მნიშვნელოვანი ღონისძიებებისგან მიღებული პოზიტიური შედეგებისა, რაც გამოიხატება სამართალდამცავი ორგანოებისთვის ყოველწლიურად მზარდ მომართვიანობაში, სამწუხაროდ ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) შემთხვევების მკვეთრი შემცირება არ მომხდარა. ამიტომ, მისი თქმით, ფემიციდის შეჩერება კომპლექსური გამოწვევაა, რომელთან საბრძოლველად საჭიროა საზოგადოების ჩართულობა და ერთიანი ძალისხმევა. „ამ კამპანიის შედეგად თუნდაც ერთმა ქალმა რომ მოგვმართოს, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია და ეშინია სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვის, და პოტენციურად შეიძლება ფემიციდის მსხვერპლიც გახდეს, ჩემთვის პირადად ფემიციდის წინააღმდეგ ამ კამპანიის წარმატების ინდიკატორი იქნება" - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. გენერალურმა პროკურორმა მიმართა პროკურორებს აქტიურად ჩაერთონ ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიაში. „მოვუწოდებ ოლქის პროკურორებს, მენეჯერებს და ყველა პროკურორს, განსაკუთრებით მამაკაცებს, რომ აქტიურად ჩაერთონ ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიაში, ყველა რეგიონსა და ტერიტორიულ დანაყოფში, რათა მოძალადეებმა მკაფიოდ დაინახონ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა დანაშაულია და არავინ დარჩება დაუსჯელი" - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ. მისივე თქმით, პროკურატურისთვის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა წლებია ერთ-ერთი პრიორიტეტია. გენერალურმა პროკურორმა ისაუბრა საქართველოს პროკურატურის მიერ 2014 წლიდან დღემდე განხორციელებულ რეფორმებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულებზე, მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, გამომძიებელთა და პროკურორთა სპეციალიზაციაზე, დაზარალებულთა საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებზე და ფემიციდის პრევენციის კუთხით ერთობლივი მუშაობის გაძლიერების საჭიროებაზე. „ყოველთვის ვცდილობთ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით ღონისძიებების აქტიურად განხორციელებას, რათა მოხდეს დანაშაულის პრევენცია და მომხდარი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა. მიხარია, რომ დღეს სწორედ ასეთ ღონისძიებას ვხსნით. ასევე მზადყოფნას გამოვთქვამთ რომ აქტიურად ჩავერთოთ ყველა მსგავს აქციებსა და ღონისძიებებში" - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)