|
2022-10-07 11:25:27, 1170 ნახვა
საზოგადოება
2023 წელს სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბიუჯეტი იზრდება
საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, ბიუჯეტი სოფლის მეურნეობის სექტორში, 15.7%-ით გაზრდილია, რაც ითვალისწინებს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ თანადაფინანსების ზრდასაც. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, პირველადი წარმოება და მისი ზრდა, როგორც ერთწლოვანი, ისე მრავალწლოვანი კულტურების მიმართულებით სახელმწიფოსთვის მნიშნველოვანია პრიორიტეტია. არაერთი სახელმწიფო პროგრამა უჭერს მხარს პირველადი პროდუქციის გაშენებას, მოვლასა და მოყვანას. მრავალწლოვანი კულტურების გაშენების მხარდაჭერის კუთხით წარმატებული პროგრამაა „დანერგე მომავალი“. მხოლოდ, 2022 წელს 3, 600 ჰექტარზე დაფინანსდა ბაღების გაშენება; მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ბაღების გაშენება დაკონტრაქტებულია 3,000 ჰექტარზე მეტ ფართობზე. პროგრამის ბიუჯეტის ზრდა ნიშნავს მეტ ახალ თანამედროვე ბაღს, რაც დადებითად აისახება მეხილეობის დარგის განვითარებაზე. სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ პროგრამის „დანერგე მომავალი“ დაწყებიდან დღემდე, 19,524 ჰა-ზე ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღების გაშენება, ჭის/ჭაბურღილის, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობისა და სანერგე მეურნეობების მოწყობა დაფინანსდა. ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა 270,174,519 ლარი, სახელმწიფო თანaდაფინანსება კი, 141,093,116 ლარია. 2022 წელს, ისევე როგორც მომდევნო წლებში, პროგრამით გაშენებული კულტურების მოსავალი მზარდია, რაც განპირობებულია გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში ეტაპობრივად შესვლით.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)