|
2022-10-07 11:00:44, 1889 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის ინვესტიციით, გლემპინგ კომპლექსი - პორტო გუმათი გაიხსნა
ბაზისბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციით, რიონის ხეობაში, ქუთაისიდან 7 კილომეტრში, ახალი გლემპინგ სივრცე - პორტო გუმათი გაიხსნა. ტურისტული ობიექტი ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზე, 10 ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ხის კოტეჯს აერთიანებს და დამსვენებელს გარდა განთავსებისა, ნავით და კატერით გასეირნებას, საცხენოსნო ტურებს, ლაშქრობებს, ღვინის დეგუსტაციასა და კვების ობიექტის მომსახურებას, ღია ტერასას და აუზს სთავაზობს. ბაზისბანკის მხრიდან განხორციელებული ინვესტიციის ჯამურმა ოდენობამ 330,000 ლარი შეადგინა. პორტო გუმათმა დამსვენებლების მიღება მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყო და მალევე მოიპოვა პოპულარობა როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებში. აღსანიშნავია ისიც, რომ პორტო გუმათი წელიწადის ოთხივე სეზონზე გათვლილი სივრცეა. ტურისტულ ობიექტში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. „ნახევარ ჰექტარზე, 10 ერთმანეთისგან დაშორებული კოტეჯი განვათავსეთ. კოტეჯები, გუმათ ჰესის ტერიტორიაზე, მთის ბორცვზეა გადმოკიდებული და რიონი, ტბის ეფექტს ქმნის. ჩვენი პროექტი ინოვაციურია, რადგან საქართველოში მსგავსი სივრცე, რომელიც წყლის სანაოსნე ტურებს და გლემპინგს აერთიანებს, არ არსებობს. ჩვენი ვიზიტორები გაოცებულნი არიან, რომ ქალაქიდან მხოლოდ 7 კილომეტრში ასეთ სივრცეში ხვდებიან.“ - აღნიშნა პორტო გუმათის დამფუძნებელმა, მერაბ გოგონაძემ. „ბაზისბანკს, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს დამფინანსებელს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარი წინაპირობაა. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ კიდევ ერთი წარმატებული ქართული პროექტის თანამონაწილეები ვართ.“ - განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)