19:24 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 14:18:15, 1741 ნახვა

პოლიტიკა
TI - ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები 11 კომპანიის მეწილეები არიან და ფლობენ არაერთ ქონებას

დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები არიან, ფლობენ არაერთ ქონებას - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობის" მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ორგანიზაციის ცნობით, ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 7 775 565 ლარი მიიღეს. 

მათივე ცნობით, ჯაფარიძე ოჯახთან ერთად მსხვილი შემწირველია, მათ ჯამში 533,000 ლარი გაიღეს - „ქართულ ოცნებას“ 468,000 ლარი, პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს კი 65,000 ლარი შესწირეს.

„ვიქტორ ჯაფარიძის არაერთი ნათესავია დასაქმებული საჯარო სამსახურში. მათ შორის:

ეკატერინე ჯაფარიძე, ვიქტორ ჯაფარიძის შვილი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელი

ნელი ნავერიანი, მესტიის მერის მოადგილე - ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილის მეუღლე

მაიზერ ჯაფარიძე, მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე - ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილი

სოფიო ჩხვიმიანი, მესტიის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი - ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილის, მურთაზ ჯაფარიძის მეუღლე

ზაზა ფალიანი, მესტიის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე - ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილის შვილი, მაიზერ ჯაფარიძის დისშვილი

თენგიზ ჩართოლანი, მესტიის მუნიციპალიტეტის შპს “მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანების” დირექტორი - ვიქტორ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორის, ოთარ ჩართოლანის ძმა

ჩვენი ინფორმაციით, ოთარ ჯაფარიძე, ვიქტორ ჯაფარიძის შვილი, 2022 წლის მაისამდე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, რის შემდეგაც დასაქმდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში"- აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, ორგანიზაციის  შეფასებით, ჯაფარიძის საქმიანობა აჩენს კითხვებს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან და დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის პროცესი და დაადგინონ, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს;

საჯარო სამსახურის ბიუროს, საგანგებოდ შეამოწმოს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული მონაცემები და არასრული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, იმოქმედოს კანონით დადგენილი ნორმებით“,- წერს ორგანიზაცია.

ანგარიში ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ჯაფარიძე  გუშინ, 4 ოქტომბერს მმართველი პარტიიდან გავიდა და შეუერთდა მოძრაობა “ხალხის ძალას“. ამავე დღეს მან ტელეკომპანია “პოსტვ-ის" 52% წილი 520 000 ლარად იყიდა.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics