20:15 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-03 14:15:33, 1000 ნახვა

პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! სანამ ივანიშვილს ექნება მიტაცებული ეს ქვეყანა, მომავალი არ გვაქვს

მარტივი მათემატიკა გვიჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა მინუსშია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილს ექნება მიტაცებული ქვეყანა, მომავალი არ იქნება. 

"პარლამენტში შემოვიდა 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი. მთავარი მაჩვენებელი - ეკონომიკის დაგეგმილი ზრდა 5 %-ია. სად არის ეკონომიკის არნახული, 15 %-იანი ზრდა?! წელს, ცხრა თვის მაჩვენებლით, წლიური ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა ლარში,  10 %-ს აღემატება - ესე იგი უკან მივდივართ.

მარტივი მათემატიკა გვიჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა მინუსშია. აქვე, „ოცნება“ აანონსებს, რომ გაზრდიან ხელფასებს და პენსიებს - რის ხარჯზე ?! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ. 

მანამ, სანამ ბატონ ივანიშვილს ექნება მიტაცებული ეს ქვეყანა,  უსამართლო სახელმწიფო სტრუქტურებით, სუს-ით, შსს-თი, მართლმსაჯულების სისტემით, რომლებიც მის პირად დავალებებს ასრულებენ, ანადგურებენ ოპონენტებს, ცდილობენ, დაიმორჩილონ ან გაანადგურონ წარმატებული ხალხი, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები,  ბიზნესმენები, თუ ნებისმიერი ნიშნით გამორჩეული ადამიანები, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს!

ქვეყნის მომავალი საფრთხეშია - ივანიშვილი, თავისი ბანდით, ხელისუფლებიდან უნდა გავისტუმროთ. ეს ქართველი ხალხის ხელშია. ჩვენ გვჭირდება 15 %-იანი ეკონომიკური ზრდა და ამას შევძლებთ თავისუფალი, კომპეტენტური მთავრობის პირობებში!",- ამბობს ოქრიაშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics