2022-10-01 13:14:20, 1671 ნახვა
ომი უკრაინაში
გაიდაი - ლიმანიდან გასვლის მხოლოდ სამი ვარიანტია: წავიდნენ გარღვევისკენ, დანებდნენ ან დაიხოცონ
ლიმანიდან გასვლის მხოლოდ სამი ვარიანტია: წავიდნენ გარღვევისკენ, დანებდნენ ან დაიხოცონ,- ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ FreeDom-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა, რომლებიც ლიმანის ალყაში აღმოჩნდნენ, უკან დახევის ნებართვა ითხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს.
"მხოლოდ სამი ვარიანტი აქვთ: წავიდნენ გარღვევისკენ, დანებდნენ ან დაიხოცონ",- განაცხადა გაიდაიმ.
მისივე თქმით, დაახლოებით 5 000 რუსი ჯარისკაცი ახლა ალყაშია მოქცეული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,