2022-09-30 22:21:22, 1637 ნახვა
ომი უკრაინაში
ისრაელის საგარეო - ჩვენ არ ვცნობთ რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიას
ისრაელი არ ცნობს რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიას. - ამის შესახებ ისრაელის საელჩომ განაცხადა.
მათივე თქმით, ისრაელი უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
"ისრაელი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ ოთხი რეგიონის ანექსიას". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა .
ავტორი: ექსპრესნიუსი,