|
2022-09-30 15:32:58, 1011 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ლუკაშენკოს ვიზიტზე - ერთია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა და მეორეა, რომ არაღიარების პოლიტიკის გზა არ უნდა დავაზიანოთ
ეს იყო საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და აღმაშფოთებელი ფაქტი, ამაზე მყისიერი რეაგირება ჰქონდა უმაღლეს დონეზე საქართველოს და მის ხელისუფლებას, გამოწვეული იქნა ელჩი და პრაქტიკულად ყველა დიპლომატიური სვლა და განცხადება, რაც კი შეიძლება გაკეთებულიყო, გაკეთდა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტთან“ დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ერთია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა იყო და მეორეა, რომ არაღიარების პოლიტიკის გზა არ უნდა დავაზიანოთ. „ჩვენი ვალია, ასეთი დამოკიდებულება გვქონდეს რუსეთის მიერ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი მსგავსი მიუღებელი აქტივობის მიმართ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ასევე მეორე მიმართულება, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მიუხედავად ყველაფრისა, რომ იმ სახელმწიფომ, რომლის ლიდერმაც საერთაშორისო ნორმები უხეშად დაარღვია, აღიარებასთან დაკავშირებით არ იფიქროს. ჩვენ ამ გზაზე, დეოკუპაციის და არაღიარების პოლიტიკის გზაზე უნდა ვიაროთ ნებისმიერი რამის მიუხედავად. ჩვენ 2 კვირაში მაგალითად გვაქვს ვიზიტი, საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, სადაც ველაპარაკებით სხვადასხვა ქვეყნებს, ძალიან პატარა, ბევრმა ადამიანმა სახელიც რომ არ იცის, ასეთი ქვეყნის წარმომადგენლებსაც და ასეთი ხდება ყოველწლიურად, მათ შორის, ჩვენ უნდა ველაპარაკოთ იმ ქვეყანასაც ამ თემაზე და ყველა გზა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკა იყოს წარმატებული და მცდელობა არ დავაკლოთ სადამდეც კი შესაძლებელი იქნება. ერთია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა იყო, წარმოუდგენელი ამბავი იყო და მეორეა, რომ არაღიარების პოლიტიკის გზა არ უნდა დავაზიანოთ არაფრით“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)