17:12 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 19:01:21, 875 ნახვა

პოლიტიკა
პოლონეთის საელჩო ლუკაშენკოზე - მტკიცედ ვდგავართ საქართველოს გვერდით ამ პროვოკაციისას

ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში სრულად უგულებელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. - ამის შესახებ საქართველოში პოლონეთის საელჩომ განაცხადა.

მათივე თქმით,  ისინი კატეგორიულად გმობენ ქართული და საერთაშორისო სამართლის ამ უხეშ დარღვევას.

"ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში სრულად უგულებელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ქართული და საერთაშორისო სამართლის ამ უხეშ დარღვევას და მტკიცედ ვდგავართ საქართველოს გვერდით ამ პროვოკაციისას". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა. ალექსანდრე ლუკაშენკომ ოკუპირებული აფხაზეთი უკვე დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics