|
2022-09-29 15:09:39, 999 ნახვა
პოლიტიკა
არძინბა - ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნების, მაგალითად საქართველოს რეაქცია არ გვაღელვებს
სოხუმს, აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს რეაქცია არ აღელვებს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა. არძინბას თქმით, აფხაზეთი ბელარუსს განიხილავს, როგორც საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას. "აფხაზეთის რესპუბლიკა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობა. ჩვენ ბელარუსს განვიხილავთ, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას. ისინი არიან ჩვენი მეგობრები. ამ ვიზიტთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნების, მაგალითად საქართველოს რეაქცია არ გვაღელვებს", - განაცხადა არძინბამ, რომლის კომენტარიც ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. მისი თქმით, "მეგობრებთან ურთიერთობის განმტკიცება უმნიშვნელოვანესი პროცესია და აფზახეთი არ უნდა იყოს მიტოვებული", . გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, პროტესტის ნიშნად, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)