21:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 14:10:30, 727 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - საქართველო მოწინავეა ასოცირების „ტრიოს" ფარგლებში ვალდებულებების შესრულების მიმართულებით

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და რომეო მიქაუტაძემ.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების პროგრესი. „აღინიშნა, რომ საქართველო მოწინავეა ასოცირების „ტრიოს" ფარგლებში ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. ამასთან, ის, რომ, საქართველომ მიიღო „ევროპული პერსპექტივა", რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესში," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

„დელეგაციის წევრების მიერ აღინიშნა, რომ ამ ვალდებულებების წარმატებით და დროში სწრაფად შესრულების შემთხვევაში, საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს და გაგრძელდება საქართველოს ევროპის კავშირში სწრაფი ინტეგრაცია," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics