|
2022-09-29 13:24:56, 930 ნახვა
პოლიტიკა
ნედ პრაისი - აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - რუსეთმა პასუხი უნდა აგოს
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ასე ეხმიანება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტსს აფხაზეთში. ნედ პრაისის თქმით, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებით, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე. "ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთმა უნდა აგოს პასუხი. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებით, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე და გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება",- აცხადებს ნედ პრაისი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. მისი თქმით, "მეგობრებთან ურთიერთობის განმტკიცება უმნიშვნელოვანესი პროცესია და აფზახეთი არ უნდა იყოს მიტოვებული", . გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)