|
2022-09-29 12:20:03, 838 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე - აფხაზეთი საქართველოა და ამას ვერანაირი ვიზიტი ვერ შეცვლის
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საქციელი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, არღვევს ოკუპაციის კანონს და მიუღებელია. „მინდა გამოვეხმაურო ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, არღვევს ოკუპაციის კანონს და რა თქმა უნდა მიუღებელია, აფხაზეთი საქართველოა და ამას ვერანაირი ვიზიტი ვერ შეცვლის" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. საგარეო უწყების ცნობით, ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეხებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)