22:32 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 11:01:15, 567 ნახვა

პოლიტიკა
ბურჭულაძე - ყველა ტელევიზიას შეუძლია ავიდეს და ნახოს, რა ტემპში და ხარისხით შევასრულეთ დაპირება

ტელეკომპანია “პოსტვ” -ის ეთერში თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებსა და  ჯარისკაცების სოციალურ მდგომარეობაზე საუბრისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ  უწყების საბინაო პოლიტიკასა და უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით სამხედრო მოსამსახურეების  საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების შესახებაც ისაუბრა.

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით,  მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და  პროექტით გათვალისწინებული 39, 7-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება: „ეს პროექტი ძალიან წარმატებით განხორციელდა.  ავაშენეთ დაახლოებით 115 000 კვადრატული მეტრის ფართი, ყველაფერი  სწრაფ ტემპში, უმაღლესი ხარისხით შესრულდა.  სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში 100 დოლარის გადახდა უწევთ“. 

ჯუანშერ ბურჭულაძე გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ“ წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემას, საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის საკითხსაც შეეხო: „წარმოიდგინეთ, 4000-ზე მეტი ოჯახი ფაქტობრივად ფლობდა ბინებს, თუმცა საკუთრებაში არ ჰქონდათ და   ვერ სარგებლობდნენ ამ ბინებით, ვერ აყალიბებდნენ ამხანაგობებს; შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვერ შედიოდა, სერვისებით ვერ სარგებლობდნენ, რაც უამრავი პრობლემის გამომწვევი იყო. ჩვენ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის საქართველოს თავდაცვის მინისტრად მუშაობის პერიოდში მოვაგვარეთ, საკუთრებაში გადავეცით ფართები, აღნიშნული პროექტიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს“.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics