|
2022-09-29 10:43:20, 783 ნახვა
პოლიტიკა
ბჟანია ლუკაშენკოს ვიზიტზე - იმედი მაქვს, რომ ეტაპობრივად მივალთ აღიარებამდეც
ლუკაშენკოს ვიზიტზე დიდ იმედებს ვამყარებთ, - ასე აფასებს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია. ბჟანია იმედოვნებს, რომ ბელარუსის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხამდე ეტაპობრივად მივლენ. „ეს იყო ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი დამოუკიდებელი აფხაზეთის რესპუბლიკაში და ამ ვიზიტზე დიდ იმედებს ვამყარებთ - ის ბიძგს მისცემს ჩვენს ურთიერთობას. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა და ბელარუსის რესპუბლიკა დინამიურად განავითარებენ იმ ურთიერთობებს, რომლებიც დღეს აქ ყალიბდება. ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის აფხაზეთში ვიზიტი ბევრ რამეზე მეტყველებს - ურთიერთობა ახალ ხასიათს იძენს, ჩვენს ურთიერთობებს ახალი იმპულსი მიეცა. იმედი მაქვს, რომ ეტაპობრივად მივალთ აღიარებამდეც. არ მინდა ამ საკითხზე წინასწარ საუბარი, მაგრამ ამ დიდ სახლში პირველი აგური უკვე დადებულია. კმაყოფილი ვარ შეხვედრით", - განაცხადა ბჟანიამ. შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტი ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა. ალექსანდრე ლუკაშენკომ ოკუპირებული აფხაზეთი უკვე დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)