|
2022-09-29 10:36:53, 1330 ნახვა
პოლიტიკა
მობილიზაციისთვის თავის ასარიდებლად, ოკუპირებული ცხინვალი მოქალაქეებს დე ფაქტო პასპორტების გამოყენებისკენ მოუწოდებს
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს დეპარტამენტის სამხედრო პერსონალს და სამოქალაქო პერსონალს, "საზღვრის კვეთისას" სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი გამოიყენონ,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ე.წ სამინიტრო ავრცელებს. მათი თქმით, მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ მოსამსახურის პირადობის მოწმობა, სამხედრო პირადობის მოწმობა და ცნობა სამუშაო ადგილიდან. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს დეპარტამენტის სამხედრო პერსონალს და სამოქალაქო პერსონალს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან გადაკვეთონ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტით. მათ შორის, თან გქონდეთ სამხედრო მოსამსახურის პირადობის მოწმობა, სამხედრო პირადობის მოწმობა და ცნობა სამუშაო ადგილიდან“, - წერს ე.წ. სამინისტრო. აღსანიშნავია, რომ ე.წ-მა თავდაცვის სამინისტრომ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ ზემო როკის ე.წ. გამშვებ პუნქტზე ცხინვალში დაბრუნების მსურველ ადგილობრივ მოქალაქეებს, რუსეთის წარმომადგენლებმა სამხედრო-სამობილიზაციო უწყებები გადასცეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)