|
2022-09-28 18:27:39, 971 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - მეეჭვება, რომ ლუკაშენკო ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს
ამ დრომდე ნამდვილად არ გვქონია პრობლემა ბელორუსიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და მეეჭვება, რომ ამ შემთხვევაში ბელარუსი აპირებდეს ამ პოზიციისგან გადახვევას. - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საეჭვოა, რომ ლუკაშენკო ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. "თუ ლუკაშენკო იქ არ იმყოფება, ასეთ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ - ალბათ, არაფერია პასუხი. თუ იმყოფება, ასეთ შემთხვევაში რა უნდა გაკეთდეს, ამაზე პასუხს სცემს ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა. ეს ნიშნავს, რომ მათ შორის გარკვეული შეზღუდვების ქვეშ შეიძლება მოექცეს ბატონი ლუკაშენკო, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ დრომდე ნამდვილად არ გვქონია პრობლემა ბელორუსიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და მეეჭვება, რომ ამ შემთხვევაში ბელარუსი აპირებდეს ამ პოზიციისგან გადახვევას". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ,რომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)