00:30 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 11:59:30, 692 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე შვეიცარიის გენერალურ პროკურორს სტეფან ბლატლერს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე შვეიცარიის გენერალურ პროკურორს სტეფან ბლატლერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შეხვედრას, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და შვეიცარიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და სამომავლო ურთიერთობის მზაობას.

„ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეძლევა შესაძლებლობა, დავესწრო სესიებს სხვადასხვა თემების შესახებ. ძალიან კმაყოფილი ვარ კონფერენციის ორგანიზებით, მით უფრო იმიტომ, რომ პანდემიის გამო, ასეთი კონფერენციების ჩატარების შესაძლებლობა ბოლო რამდენიმე წელი არ გვქონია“, - განაცხადა შვეიცარიის გენერალურმა პროკურორმა.

„შვეიცარიის გენერალური პროკურორი სტეფან ბლატლერი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.

საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე - "გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები" მასპინძლობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში, მიმდინარე პროკურორთა საერთაშორისო ოთხდღიან კონფერენციას 65 ქვეყნის 400 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics