22:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 11:05:13, 880 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - ვიმყოფები მუდმივ კონტაქტში უკრაინის ხელმძღვანელობასთან და მათი აზრით, ყველაფერი კარგად მიდის

მე ვიმყოფები მუდმივ კონტაქტში უკრაინის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან და მათი აზრით, ყველაფერი კარგად მიდის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

სააკაშვილის თქმით, უკრაინელები რუსულ სამხედრო მობილიზაციას მშვიდად ხვდებიან, რადგან ცოცხალი ძალის მიხედვით უპირატესობა აქვთ და ამასთან ერთად, ომში მსხვერპლის 93% არტილერიამ გამოიწვია. 

"სალივანის და ბლინკენის ძალიან მკაცრი გაფრთხილების, რომ ამერიკა მომენტალურად უპასუხებს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მცდელობას, შემდეგ რუსეთის პროპაგანდისტებმა და პოლიტიკოსებმა ფირფიტა გადაატრიალეს. აშკარად ბევრად ნაკლებად ისმის ბირთვული იარაღით მუქარა. როგორც იქნა უკრაინელებმა ისწავლეს ირანული დრონების ჩამოგდება, ოდესაში დღეს სამიდან სამივე გაანადგურეს, იგივე მოხდა ნიკოლაევში. ბლინკენმა ასევე პირველად განაცხადა რომ ამერიკა იხილავს 500კმ-ის რადიუსის მქონე ატაკამსის რაკეტების გადაცემას, რაც ნიშნავს რომ ისინი სულ მალე უკრაინაში აღმოჩნდება. მათ ასევე მიყვება ნასამსის მძიმე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რაც მკვეთრად გააძლიერებს ჩვენების პოზიციებს.

უკრაინელები ძალიან მშვიდად ხვდებიან რუსულ მობილიზაციას, ვინაიდან ჯერ ერთი, ახლა უკრაინელებს ორი ერთზე უპირატესობა აქვთ ცოცხალ ძალაში. მეორე მიზეზი ისაა, რომ ამ ომში მსხვერპლის 93% არტილერიამ გამოიწვია და ჯარებს ახლო შეხება თითქმის არა აქვთ და რა თქმა უნდა, როგორც ზალუჟნიმ უწოდა “მოყვარული არმიის”, რომელიც ახლა შეჰყავთ მოტივაცია და მორალი ძალიან დაბალია და მათ შეიძლება გაძლიერების ნაცვლად მკვეთრად შეასუსტონ რუსული პოზიციები. მე ვიმყოფები მუდმივ კონტაქტში უკრაინის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან და მათი აზრით, ყველაფერი კარგად მიდის", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics