|
2022-09-28 10:32:41, 1133 ნახვა
პოლიტიკა
არძინბა - იზრდება მოხალისეების რიცხვი, რომლებიც აფხაზეთს ტოვებენ და უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში მიდიან
მოხალისეების რაოდენობა, რომლებიც ტოვებენ აფხაზეთს, რათა მონაწილეობა მიიღონ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში, მუდმივად იზრდება, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. არძინბას თქმით, აფხაზებმა "დამოუკიდებლობა დიდი ტანჯვით და სისხლით" დაიცვეს, ამიტომ მათთვის დონბასის „თავისუფლება“ მნიშვნელოვანია. "მობილიზაცია არ გვაქვს. მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ 2014 წლიდან აფხაზმა მოხალისეებმა იარაღი აიღეს და დონბასის თავისუფლებას იცავენ და მათი რიცხვი იზრდება. ეს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც", - განაცხადა ინალ არძინბამ. მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ ხელი ორმაგი მოქალაქეობის დარეგულირების საკითხზე ე.წ. შეთანხმებას მოაწერეს. შეთანხმების თანახმად, უახლოეს მომავალში ამოქმედდება მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც, აფხაზეთში მცხოვრები პირები რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)