00:31 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 10:32:23, 759 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ლიეტუვას გენერალურ პროკურორს ნიდა გრუნსკიენეს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ლიეტუვას რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ნიდა გრუნსკიენეს შეხვდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრას, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, ლიეტუვას გენერალური პროკურორის მოადგილე გინტას ივანაუსკასი და ლიეტუვას რესპუბლიკის პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ლიეტუვას პროკურატურის დელეგაციის წევრებმა საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტებზე, განხორციელებულ რეფორმებზე, მიღწეულ პროგრესსა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

როგორც შეხვედრაზე ლიეტუვას გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, კონფერენციაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

"დღეს შევხვდით საქართველოს გენერალურ პროკურორს და მის გუნდს, განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობა, რაც ჩვენი ქვეყნებისთვის აუცილებელია. აღნიშნული ღონისძიება ძალიან სასარგებლოა ლიეტუვასთვის და იმედი მაქვს, ეს სხვა ქვეყნებისთვისაც ასეა" - აღნიშნა შეხვედრაზე ნიდა გრუნსკიენემ.​

ლიეტუვას გენერალურმა პროკურორმა პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის წარმატებით ორგანიზებისთვის საქართველოს გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა.

"კონფერენციის ორგანიზება არის იდეალური. მიღება და საქართველოს სტუმართმოყვარეობა შესანიშნავია. ჩვენ ბევრი კარგი რამ გავიგეთ საქართველოს შესახებ", - აღნიშნა ნიდა გრუნსკიენემ.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, შეხვედრაზე, მხარეებმა ასევე, ორ ქვეყანას შორის მართლმსაჯულების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და დანაშაულთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს.

ლიეტუვას გენერალური პროკურორი ნიდა გრუნსკიენე და გენერალური პროკურორის მოადგილე გინტას ივანაუსკასი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან.

საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე - "გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები" მასპინძლობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics