10:31 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 09:54:57, 1666 ნახვა

ომი უკრაინაში
გაერომ ე.წ რეფერენდუმის საკითხი სესიაზე კენჭისაყრელად წარადგინა

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა ქვეყნებმა დაგმეს მოსკოვი მისი განცხადების შემდეგ, რომ უკრაინის ოთხი რეგიონის მცხოვრებთა დიდი უმრავლესობა რუსეთთან შეერთების მომხრეა.

შეერთებულმა შტატებმა და ალბანეთმა კენჭისყრაზე უკვე წარადგინეს რეზოლუციის პროექტი ე.წ. „რეფერენდუმების“ შესახებ, რომელიც ოკუპირებულ მიწებზე წინა დღით დასრულდა.
ლინდა თომას-გრინფილდმა, აშშ-ის ელჩმა გაეროში, "რეფერენდუმებს" "მოტყუება" უწოდა და თქვა, რომ მათი შედეგები "მოსკოვში გადაწყდა".

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ადრე პირობა დადო, რომ დასავლეთი არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიას.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და მოსკოვის მიერ ანექსიის შესახებ ორგანიზებულ "რეფერენდუმებს" "მოჩვენება" და "საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა" უწოდა.

"ფიქტიური „რეფერენდმები“, ბირთვული რიტორიკა შერწყმულია რუსეთში შეიარაღებული ძალების მობილიზებასთან. ეს ყველაფერი კონფლიქტის სერიოზული ესკალაციაა" - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
მოსკოვის მიერ დანიშნულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის ოთხივე ოკუპირებულმა რეგიონმა (დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე) აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა რუსეთთან შეერთებას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებას არ აპირებს.

„რეფერენდუმები“ 23 სექტემბერს დაიწყო და საველე საარჩევნო კომისიის წევრებს ხმების შეგროვებისას სახლში ხშირად შეიარაღებული პირები ახლდნენ.

ბიულეტენები შეიცავდა ერთ კითხვას: "გსურთ თქვენი რეგიონი გახდეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში?"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics