|
2022-09-27 21:19:59, 1124 ნახვა
პოლიტიკა
მუხთარლი - მივეცი ჩვენება, რომ აზერბაიჯანმა ჩემს გატაცებაში საქართველოს $3 მლნ გადაუხადა
მე ამ შენობაში მივეცი ჩვენება, რომ მისაი სეიდოლმა, აზერბაიჯანის პენიტენციური სამსახურის მოადგილემ მითხრა, რომ აზერბაიჯანმა ჩემს გატაცებაში საქართველოს 3 მლნ დოლარი გადაუხადა. - ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ განაცხადა. მისივე თქმით,თუ პროკურატურა არ მიიღებს ჩვენებას ივანიშვილისა და გომელაურისგან, სასამართლოში წავლენ ჯერ საქართველოში, როდესაც აქ ყველა ინსტანციას ამოწურავენ, შემდეგ ევროპულ სასამართლოში. "თუ პროკურატურა არ მიიღებს ჩვენებას ივანიშვილისა და გომელაურისგან, ჩვენ სასამართლოში წავალთ ჯერ საქართველოში, როდესაც აქ ყველა ინსტანციას ამოვწურავთ, შემდეგ წავალთ ევროპულ სასამართლოში. მე აუცილებლად გავაკეთებ ყველაფერს, რომ ივანიშვილი და გომელაური დაკითხონ. შეგახსენებთ, რომ სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა, წლების შემდეგ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის თბილისიდან მოტაცება და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემა სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სპეცოპერაცია იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)