17:16 - 07 Nov, 2026
|
2022-09-27 19:25:09, 1017 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის თავდაცვა - არ ვაპირებთ მიმართვას საქართველოსა და ყაზახეთისთვის, ჩვენი მოქალაქეების იძულებით დასაბრუნებლად
არ ვაპირებთ მიმართვას საქართველოსა და ყაზახეთისთვის, ჩვენი მოქალაქეების იძულებით დასაბრუნებლად. - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. მათივე თქმით, ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება. "რუსეთიდან წასული მოქალაქეების რუსეთში იძულებით დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუგზავნია, არ მოუმზადებია და არ აპირებს არანაირი მიმართვების გაგზავნას საქართველოს, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების სახელმწიფო უწყებებისთვის“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარატ ახმეჟანოვმა განაცხადა, რომ მობილიზაციისთვის ძებნილი მოქალაქეები რუსეთში ექსტრადირებული იქნებიან, თუ ისინი ძებნილთა სიაში მოხვდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)