|
2022-09-23 14:37:29, 1357 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - 3 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი კერძო სექტორში დასაქმდა, 4 300-მა კი არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება მოახდინა
„27 800-ზე მეტმა პირმა თანხმობა განაცხადა საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვასთან დაკავშირებით, მათ შორის, დასაქმდა 23 000-ზე მეტი პირი, 3 000-ზე მეტმა პირმა აირჩია დასაქმება ღია შრომის ბაზარზე, 4 300-მა სოციალურად დაუცველმა გამოთქვა არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზების სურვილი, 600-მდე პირმა აირჩია პროფესიული მომზადება-გადამზადება და ამის შემდეგ შევთავაზებთ ღია შრომის ბაზარზე დასაქმებასაც“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას. მინისტრმა აღნიშნა, რომ პირველი მარტიდან 20 სექტემბრამდე დასაქმებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოების სერვისცენტრებს ინფორმაციის მიღებისა და კონსულტირებისთვის, ჯამში 61 000-ზე მეტმა პირმა მიმართა, საიდანაც 23 000-მა პირმა გაიარა კონსულტაცია, მაგრამ თავი შეიკავა ან უარი განაცხადა პროგრამაში მონაწილეობაზე, 2 300 პირი კი არ აკმაყოფილებდა პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმს და შესაბამისად დასაქმების კონსულტანტებმა ღია შრომის ბაზარზე დასაქმება შესთავაზეს. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამით სარგებლობის უფლება აქვთ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ, ისეთი ოჯახების შრომისუნარიან წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და სახელმწიფოსგან იღებენ სოციალურ შემწეობას. აღნიშნული პირი ამავდროულად არ უნდა იყოს დასაქმებული ან რეგისტრირებული თვითდასაქმებულად, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში. ზურაბ აზარაშვილი პარლამენტში, პარტია „საქართველოსთვის“ და ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელის“ მიწვევით, ინტერპელაციის წესით იმყოფება. მინისტრი საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამის შესახებ დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)