08:15 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 11:09:43, 1336 ნახვა

მსოფლიო
კადიროვი „ფრონტის ხაზზე“ გაგზავნით ემუქრება ყველას, ვინც ომის საწინააღმდეგო აქციას გამართავს

ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის განცხადებით, რესპუბლიკაში სამხედრო მობილიზაცია არ განხორციელდება. 

მედიის ინფორმაციით, კადირომა ოპერატიულ შტაბთან შეხვედრაზე თქვა, რომ უკრაინაში, საომარ მოქმედებებში 20 000 ჩეჩენი მონაწილეობდა და რესპუბლიკამ "გეგმას 254%-ით გადააჭარბა", თუმცა ჩეჩნეთის ლიდერი "ფრონტის ხაზზე" გაგზავნით დაემუქრა ყველას, ვინც ომის საწინააღმდეგო მიტინგში მიიღებს მონაწილეობას.

კადიროვის თქმით, გროზნოში უკვე სცადა 40-მდე ქალმა ასეთი აქციის გამართვა, რის გამოც, ჩეჩნეთის ხელმძღვანელის მტკიცებით, მათი ოჯახის წევრები უკრაინაში უკვე გააგზავნა.

შეგახსენებთ, 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. 

რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics