|
2022-09-19 11:52:08, 880 ნახვა
მსოფლიო
ელისაბედ II-ის ინსტრუქციები - რა დაწერა მან თავის ბოლო გზავნილში უკრაინელების მიმართ
როგორ რეაგირებდა დედოფალი ელისაბედ II უკრაინის ომზე? სამეფო წესების თანახმად, ბრიტანელი მონარქები და სამეფო ოჯახის წევრები არ შეუძლიათ პირდაპირ ისაუბრონ პოლიტიკურ მოვლენებზე. თუმცა რუსული აგრესია დედოფალს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებდა. როგორც გამოცემა TSN აღნიშნავს, დედოფალი პროტოკოლის დარღვევის გარეშე მაინც გამოხატავდა მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ამასთან, ის ბრიტანეთის მთავრობის პოზიციას უფრო მეტად ამტკიცებდა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის უპირობო მხარდაჭერას. 2014 წელს, როდესაც რუსეთის ფედერაციამ დაიპყრო ყირიმი და შეიჭრა დონბასში, ივნისში ბრიტანეთის დედოფალმა ტახტიდან ყოველწლიურ გამოსვლაში პარლამენტის სესიის გახსნასთან დაკავშირებით გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ერთი წლის შემდეგ, თავის გამოსვლაში, ელისაბედ მეორემ ისაუბრა რუსეთის ზეწოლაზე. ხოლო 2022 წლის 24 თებერვლიდან მთელმა სამეფო ოჯახმა მაქსიმალურად აჩვენა თავისი მხარდაჭერა უკრაინისადმი, თავად ელისაბედ II-მ გაიღო გულუხვი შემოწირულობა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად. მისი შვილიშვილი პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეითი ახლაც აქტიურად არიან ჩართულნი ლტოლვილების დახმარებაში. შესაბამისად სამეფო ოჯახის ასეთი ჟესტების შემდეგ, უკრაინელების მხარდაჭერა ბრიტანეთში კარგი ფორმის წესად იქცა. დროდადრო დედოფალი საზოგადოებაში ლურჯ-ყვითელ კაბაში ჩნდებოდა და მის ოფიციალურ ფოტოებზე უკრაინის დროშის ფერებში ყვავილების დანახვა შეიძლებოდა. უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ელიზაბეტ მეორემ ცალკე მილოცვა გაუგზავნა, რაც მისი მხარდაჭერის ბოლო სიგნალი აღმოჩნდა. მილოცვაში მან უკრაინელ ხალხს უსურვა, საშუალება ჰქონოდა უკრაინაში და მთელ მსოფლიოში, აღენიშნათ თავისი კულტურა, ისტორია და იდენტობა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 8 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II 96 წლის ასაკში, შოტლანდიის ბალმორალის ციხესიმაგრეში გარდაიცვალა. მონარქის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში ათდღიანი გლოვა დაიწყო. მეორე დღეს დიდი ბრიტანეთის ახალმა მეფემ ჩარლზ III-მ ერს პირველად მიმართა. 10 სექტემბერს ჩარლზ III ოფიციალურად გამოცხადდა დიდი ბრიტანეთის მეფედ წმინდა ჯეიმსის სასახლეში გამართულ ისტორიულ ცერემონიაზე. ამასთან დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვა დღეს, 19 სექტემბერს გაიმართება.
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)