11:05 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-19 10:20:04, 859 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება

აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, უკრაინის ომში ამერიკელი სამხედროები არ ჩაერთვებიან, მაგრამ უკრაინისგან განსხვავებით, ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში, აშშ-ის სამხედრო ძალები ტაივანს დაიცავენ.

„უკრაინა, იმ მნიშვნელოვანი დახმარების მეშვეობით, რომელსაც ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ვუწევთ მათ, წარმოუდგენელი სიმამაცითა და უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელი მონდომებით, არ აგებს ომს და მათ გარკვეულ სფეროებში წარმატება აქვთ. უკრაინაში ომის მოგება არის უკრაინიდან რუსეთის სრული გაყვანა და სუვერენიტეტის აღიარება. ისინი ამარცხებენ რუსეთს. რუსეთი არ იყო ისეთი კომპეტენტური და ქმედუნარიანი, როგორც ბევრს ეგონა, რომ იქნებოდა. მაგრამ ომის მოგება - ზიანი, რომელსაც ის აყენებს, მოქალაქეები და უდანაშაულო ხალხი იღუპებიან, საშინლად რთულია ამის გამარჯვებად ჩათვლა. რუსეთმა რაც გააკეთა, იყო ბარბაროსობა. მისი თავდასხმები ყველაფერზე, სამოქალაქო საავადმყოფოებიდან, მოგეხსენებათ, მოხუცებულთა სახლებამდე, იმ უბნებზე, სადაც ჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics