|
2022-09-17 12:04:45, 1010 ნახვა
საზოგადოება
საქართველო დასუფთავების მსოფლიო დღეს უერთდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ერიკ ილესმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „თბილსერვის ჯგუფის” 50 თანამშრომელთან ერთად, დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. „დასუფთავების მსოფლიო დღე სამი დღის განმავლობაში აღინიშნება საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დასუფთავების პროცესში მეტი ჩართულობაა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს მხოლოდ ერთი აქციის ფორმატი, გახდეს ყოველდღიური ცხოვრების წესი; ნარჩენების მართვა ჩვენ ქვეყანაშიც უნდა განხორციელდეს სწორედ ისე, როგორც თანამედროვე ევროპულ ქვეყნებში“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა. „შვედეთი უკვე მრავალი წელია ხელს უწყობს საქართველოს დასუფთავების ინიციატივას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის. შვედეთის გამოცდილებიდან ვიცით, რომ აუცილებელია შევწყვიტოთ დაბინძურება, ყველა ჩვენგანმა აიღოს პასუხისმგებლობა და ჩაერთოს ამ აქტივობებში“, - განაცხადა შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ერიკ ილესმა. კამპანია ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT) და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომლობის ფარგლებში.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)