03:55 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-16 15:49:52, 610 ნახვა

საზოგადოება
პეტრე კანკავა: ,მომავალ წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მილიონზე მეტ მგზავრს ველოდებით, იმედი გვაქვს, რომ მათი დიდი ნაწილი ჭიათურას ესტუმრება

ჭიათურა სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო  ფესტივალს Adventure 2022 მასპინძლობს. Adventure 2022 დღეს, ფესტივალის ორგანიზატორმა ნატალია პატარიძემ გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე ფესტივალი მხარდამჭერმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა.

სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) დირექტორის მოადგილემ. პეტრე კანკავას განცხადებით, ჭიათურას საქართველოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ზონად ჩამოყალიბების დიდი პოტენციალი აქვს. ამაში კი, თავის წვლილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც შეიტანს, რომელსაც იმერეთის რეგიონში და ზოგადად, მთელს საქართველოში ჩამომყვანი, ისე გამყვანი ტურიზმის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია.

,ჭიათურისთვის და ზოგადად, იმერეთის რეგიონისთვის დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა. მიხარია, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საერთაშორისო ტურისტული ფესტივალის მხარდამჭერია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ტურისტები, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით ისარგებლებენ და მომავალ წელს ჩვენ მილიონზე მეტს მგზავრს ველოდებით, მათი დიდი ნაწილი ჩამოვა ჭიათურაში და დაათვალიერებენ ამ უნიკალურ ლანდშაპტს, კულტურული მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებს და ამით მეტი შემოსავალი გაუჩნდება რეგიონს,-‘’განაცხადა პეტრე კანკავამ.

საერთაშორისო ტურისტული ფესტივალი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ და მისი ქვე-ბრენდის Imereti Tour-ის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. სამი დღის მანძილზე ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა ექსტრემალური სპორტის სახეობაში ჩაერთონ.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics