11:05 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-16 15:13:20, 1263 ნახვა

მსოფლიო
მედია - ლუგანსკში მომხდარ აფეთქებას რუსეთის დანიშნული გენპროკურორი ემსხვერპლა

ლუგანსკის ე.წ. პროკურატურის შენობაში აფეთქებას გენერალური პროკურორი, სერგეი გორენკო ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აფეთქდა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით მოხდა.

მათივე ცნობით, აფეთქების შედეგად არიან დაჭრილები. სერგეი გორენკო ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

მათივე ცნობით, დაიღუპა გორეკნოს მოადგილე ეკატერინა სტეგლენკოც.

„წინასწარი მონაცემებით, LNR-ის გენერალური პროკურორი სერგეი გორენკო მიყენებული დაზიანებებისგან თავის კაბინეტში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა”, - წერს პროპაგანდისტული მედია.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics