15:14 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-16 12:02:48, 990 ნახვა

საზოგადოება
სასამარლომ დააჯარიმა პირი, რომელმაც ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართა

პირი, რომელმაც ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართა, სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა.

სასამართლოს ცნობით, გიორგი ძაგნიძეს ქვეყანა დატოვებული აქვს, მასთან კომუნიკაცია სოციალური ქსელის მეშვეობით მოხერხდა.

როგორც ძაგნიძის ოჯახი აცხადებს, მომხდარის გამო ისინი თავად არიან დაზარალებულები და აპირებენ, სასამართლოში იჩივლონ.

შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს, გიორგი ძაგნიძემ ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართა.

ოკუპანტის დროშა საქართველოს დროშის გვერდით რამდენიმე საათის განმავლობაში ფრიალებდა, რომელიც მოგვიანებით დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და აღნისნა, რომმათ მოახერხესმოქალაქის იდენტიფიცირება და შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.

მერიის ცნობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა კოდექსის 150-ე მუხლის 2 პრიმა  ნაწილით მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics