|
2022-09-14 14:57:39, 1155 ნახვა
მსოფლიო
BBC - პუტინმა მსოფლიო პოლიტიკოსებზე გავლენის მოსახდენად 300 მილიონი დოლარი დახარჯა
პუტინმა მსოფლიოს 24 ქვეყანაში პოლიტიკოსებზე გავლენის მოსახდენად 2014 წლიდან 300 მილიონი დოლარი დახარჯა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. BBC-ის ცნობით, დაზვერვის სამსახურს არ გამოუქვეყნებია კონკრეტული ქვეყნებისადაპოლიტიკოსების სია, თუმცა ოთხ კონტინენტს მოიცავს. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ აღნიშნული თანხა მხოლოდ „აისბერგის ზედა ნაწილია“ და სავარაუდოდ რუსეთი საიდუმლოდ ახორციელებდა დამატებითი თანხების გადარიცხვებსაც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომლის სახელი არ სახელდება, აღნიშნა, რომ ამჟამად დაზვერვის სამსახური ინფორმაციას აწვდის იმ ქვეყნებს, სადაც რუსეთი საიდუმლო დაფინანსებას ახორციელებდა. „რუსეთმა დაახლოებით 500 ათასი დოლარი დახარჯა ალბანეთში ცენტრისტული დემოკრატიული პარტიის დასაფინანსებლად 2017 წელს და ასევე აფინანსებდა პარტიებს ბოსნიაში, მონტენეგროსა და მადაგასკარში. გარდა ამისა, კრემლი ბრიუსელს იყენებდა სხვადასხვა ფონდის შესაქმნელად, საიდანაც ახდენდა ულტრამემარჯვენე კანდიდატების მხარდაჭერას. ანგარიშიდან ცნობილი გახდა, რომ ფიქტიური კომპანიები გამოიყენებოდა ევროპული პარტიების დასაფინანსებლად და სხვადასხვა ქვეყანაში გავლენის მოსაპოვებლად“,- აღნიშNულია ინფორმაციაში. რუსულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)