|
2022-09-14 11:55:28, 740 ნახვა
საზოგადოება
მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დღის ბოლოს სრულად აღდგება
მაჭავარიანის ქუჩაზე გზის მოწყობა დღის ბოლომდე დასრულდება და საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გასულ წელს, ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით განხორციელებული საპრევენციო სამუშაოების შემდეგ, აღნიშნულ გზაზე გადაადგილება უსაფრთხო გახდა. „მაჭავარიანის ქუჩაზე გუშინ ღამით დავიწყეთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გზის დაგება, მოასფალტება. ეს არის ბოლო ფენა და დღის ბოლოსთვის სამუშაოები მთლიანად დასრულებული იქნება. ახლაც მიმდინარეობს მოასფალტება. გასულ წელს, მოგეხსენებათ, მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, არაერთი საპრევენციო სამუშაო განხორციელდა. ფერდის გამაგრება ე.წ. ანკერების საშუალებით მოხდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხო გახდა. პირველ ეტაპზე, ქვედა ფენებში მოვაქციეთ იქ არსებული გზა და დღეს უკვე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ბოლო ფენებში ხდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სამუშაოებიდან გამომდინარე, მაჭავარიანის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია. „აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეზღუდულია. გზის ნახევარი დროებით დაკეტილია და ნახევარ გზაზე შესაძლებელია გადაადგილება, თუმცა, დღის ბოლოს სამუშაოები მთლიანად დასრულდება და გადაადგილებას უპრობლემოდ შეძლებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)