|
2022-09-14 10:47:48, 905 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გორში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Gori Inn გაისხნება
„საქართველოს ბანკი“ ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკისა და „ვაკა ისტეიტის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში 119-ნომრიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. მასში განთავსებული იქნება 3 აპარტამენტი, მოსასვენებელი ოთახი, ბავშვების გასართობი სივრცე და ლაუნჯ ბარი ღია ტერასით. სასტუმრო გააერთიანებს რესტორანს, დახურულ საცურაო აუზს და საუნას. ასევე, სასტუმროში განთავსდება საკონფერენციო და სადეგუსტაციო დარბაზები, ღვინის სარდაფი და ა.შ. „გორს, როგორც ტურისტულ ადგილს, პოპულარიზაცია სჭირდება და ვცდილობთ, ამ საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ქალაქში ძალიან ბევრი საინტერესო ლოკაციაა და ბევრი საინტერესო ტურის მოწყობაა შესაძლებელი. გორის მიმართულებით არის უფლისციხე, რომელიც ტურისტულად ერთ-ერთი აქტიური ადგილია, ამასთან გორის მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე მეტად მონახულებადი მუზეუმია საქართველოში. ამიტომ ამ ქალაქს და მიმართულებას მეტი პოპულარიზაცია სჭირდება. ვფიქრობ, პოტენციალი ნამდვილად დიდია“, - განმარტა სასტუმროს წარმომადგენელმა, დავით ბოჭორიშვილმა. „მოხარული ვართ, რომ ბანკის ჩართულობით გორს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორს, განსაკუთრებით კი რეგიონებში. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის და ტურიზმის ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)