12:37 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 10:22:07, 969 ნახვა

მსოფლიო
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) სომხეთში სადამკვირვებლო მისიას გაგზავნის

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) სომხეთში გაგზავნის სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც გენერალური მდივანი, სტანისლავ ზასი უხელმძღვანელებს.  

მათი ამოცანა იქნება აზერბაიჯანთან კონფლიქტის ზონაში სიტუაციის შეფასება , სახელმწიფოს მეთაურებისთვის ანგარიშის მომზადება და დაძაბულობის დეესკალაციის წინადადებების შემუშავება.

მისიაში ასევე მონაწილეობას მიღებენ ОДКБ-ს გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი სიდოროვი და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ერევნის მოთხოვნით კოლექტიური უშიშროების საბჭოს ონლაინ სხდომა გაიმართა .

სამშაბათს ღამით , სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო, მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს , CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს .

სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში. დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან ), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან .
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics