|
2022-09-13 16:12:59, 860 ნახვა
საზოგადოება
„ბაზისბანკის“ ინვესტიციით გორში ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღები გაშენდა
„ბაზისბანკმა“, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, გორის რაიონის სოფელ ძევერასა და მარანაში ვაშლის ბაღების გასაშენებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა. პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიონი ლარია, აქედან „ბაზისბანკის“ მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. მსესხებლებმა ასევე ისარგებლეს სახელმწიფო პროექტის, „დანერგე მომავალი“ თანადაფინანსებით. „მარანას ბაღსა“ და „ძევერას ბაღში“ თანამედროვე, ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღები ჯამურად 14 ჰექტარ ფართობზე გაშენდა, საიდანაც ერთ ჰექტარზე დაახლოებით 4000-მდე ვაშლის ნერგი დაირგო. უკვე წელს, ბაღის მოსავლიანობა 70 ტონას მიაღწევს და პროდუქციის რეალიზება სრულად მოხდება ქართულ ბაზარზე. მომავალში, მოსავლიანობის ზრდასთან ერთად, დაგეგმილია პროდუქციის რეალიზაცია უცხოურ ბაზრებზე. ბაღებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. ბაღებში სრულად არის გამართული თანამედროვე სარწყავი სისტემები, ხოლო ამ ეტაპზე სეტყვისგან დამცავი ბადისა და მისი საყრდენი სისტემების მონტაჟი მიმდინარეობს. „ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ აგრო მეწარმეობის განვითარებაში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის გაძლიერებასა და ეკონომიკის განვითარებას. გვჯერა, რომ „ბაზისბანკის“ ფინანსური ჩართულობა წარმატებული იქნება და ჩვენი პარტნიორობა გაფართოების კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს მეწარმეებს. მუდმივად ჩართული ვართ აგროსექტორის განვითარებაში და ფინანსური დახმარებას ვუწევთ სოფლის მეურნეობის სექტორს ყველა მიმართულებით“, - აღნიშნა „ბაზისბანკის“ კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)