12:36 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-13 13:05:17, 1132 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო - სომხეთს და აზერბაიჯანს მოვუწოდებთ დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი

მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ სიტუაციის შემდგომი ესკალაციისგან, გამოიჩინონ თავშეკავება და დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი,-ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზერბაიჯანისა და სომხეთის კომფლიქტს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრო სიტუაციის მკვეთრი გამწვავების გამო შეშფოთებას გამოხატავს.

„მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ სიტუაციის შემდგომი ესკალაციისგან, გამოიჩინონ თავშეკავება და დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრისა და 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების შესაბამისად“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ბრძოლები 13 სექტემბრის ღამეს დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.

სომხეთი აზერბაიჯანს დასახლებებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მისამართით ცეცხლის გახსნაში სდებს ბრალს, რასაც აზერბაიჯანული მხარე უარყოფს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულ ჯგუფებს აზერბაიჯანს არმიის პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნაში და სასაზღვრო რაიონების დანაღმვაში ადანაშაულებს.

ამასთან, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დილის 09:00 საათიდან იქნა მიღწეული. თუმცა, როგორც სააგენტო „ტრენდ აზი“  აღნიშნავს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეთანხმება დაარღვიეს, რის შემდეგაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 09:15 საათიდან აღდგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics