15:55 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-12 17:42:04, 6293 ნახვა

საზოგადოება
კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპი დაიწყო

თბილისის მერიის მიერ დაარსებულ კონკურსზე - „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო.

კონკურსი ოთხ მიმართულებას მოიცავს: საგამომცემლო საქმიანობა; დიზაინი და რეწვა; ვიზუალური ხელოვნება (ინსტალაცია, მხატვრობა, ფოტოგრაფია და სხვა); მედია ხელოვნება.

გასულ წელს თბილისი გახდა UNESCO-ს „შემოქმედებითი ქალაქების ქსელის“ (UCCN) წევრი მედია ხელოვნების მიმართულებით, რაც ახალ შესაძლებლობას აძლევს ამ სფეროში დასაქმებულ ხელოვანებსა და ორგანიზაციებს, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო მასშტაბით. აღნიშნულმა მოვლენამ ასახვა ჰპოვა 2022 წლის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კონკურსში - „შემოქმედებითი თბილისი“ და გაჩნდა ახალი, პრიორიტეტული მიმართულება - მედია ხელოვნება, რომელიც თავის მხრივ, ბევრ აქტუალურ მიმდინარეობას მოიცავს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე (ინდივიდუალური მეწარმე) ფიზიკურ პირს. „შემოქმედებით თბილისში“ მონაწილეობის მისაღებად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერაა აუცილებელი, ხოლო განაცხადების ატვირთვა მსურველებს შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე www.culture.tbilisi.gov.ge. 

საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის  24 სექტემბერი.  

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics