14:12 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-09 12:57:17, 1348 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის საბჭომ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი სრულად შეაჩერა

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც სრულად აჩერებს ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმებას,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

საბჭოს ცნობით, რუსეთის მოქალაქეებზე სავიზო კოდექსის ზოგადი წესები გავრცელდება.

ევროკავშირის ცნობითვე, ეს გამოიწვევს სავიზო მოსაკრებლის 35-დან 80 ევრომდე გაზრდას, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების მიწოდების აუცილებლობას, ვიზის დამუშავების დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზის გაცემის მკაცრ წესებს.

 „რუსეთმა გაუმართლებელი ომითა დამშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განურჩეველი თავდასხმებით, დაარღვია ნდობა და ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებები.

დღევანდელი გადაწყვეტილება არის რუსეთის ქმედებების პირდაპირი შედეგი და ჩვენი ურყევი ვალდებულების კიდევ ერთი მტკიცებულება“, - განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუზანმა.

გადაწყვეტილება ძალაში 2022 წლის 12 სექტემბრიდან შევა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ უკრაინის წინააღმდეგ ომის ფონზე.

ამავდროულად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, ევროკავშირი არ დააწესებს ვიზების გაცემის სრულ აკრძალვას, რადგან ამ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics