15:55 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 11:43:06, 707 ნახვა

მსოფლიო
ჯონსონი - ლიზ ტრასი ქვეყნის გასერთიანებლად და ხალხის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს

ლიზ ტრასი ქვეყნის გასერთიანებლად და ხალხის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს,- ასე მულოცა გამარჯვება დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ლიზ ტრასს.

მისი თქმით, ტრასს გააჩნია სწორი სამოქმედო გეგმა.

„ვულოცავ ლიზ ტრასს გადამწყვეტ გამარჯვებას. ვიცი, რომ მას აქვს სწორი გეგმა, გააერთიანოს ჩვენი პარტია, გააგრძელოს მუშაობა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ახლა დროა ყველა კონსერვატორმა მას მხარი 100 პროცენტით დაუჭიროს“,-განაცხადა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბორის ჯონსონს პრემიერის პოსტზე ლიზ ტრასი შეცვლის.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ 7 ივლისს განაცხადა. გარდა ამისა, ბორის ჯონსონმა დატოვა მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობა.

ამას წინ უძღოდა 6 ივნისი, როდესაც დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრებმა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს უნდობლობა გამოუცხადეს კარანტინის პერიოდში დარღვეული წესების გამო. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ 2020 და 2021 წლებში წვეულებები იმართებოდა ოფისში საკარანტინო ზომების დაცვის გარეშე, რომელიც მთავრობამ შემოიღო მთელ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო. მონაწილეები დაჯარიმდნენ. ჯონსონმა აღიარა დანაშაული , ბოდიში მოიხადა და გამოაცხადა მზადყოფნა გადაიხადოს ჯარიმა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, პრემიერმა ნდობა მიიღო და თანამდებობა არ დატოვა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics