|
2022-09-05 21:42:44, 1232 ნახვა
მსოფლიო
ჯოზეფ ბორელმა რუსეთს ფაშისტური სახელმწიფო უწოდა
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი რუსეთს „ფაშისტურ სახელმწიფოს“ უწოდებს. RBC წერს, რომ ბორელმა განცხადება პრაღაში საპარლამენტთაშორის კონფერენციაზე გააკეთა. ვიდეო ევროკომისიის პორტალზე გამოქვეყნდა. ღონისძიებაზე ვიდეო ბმულით გამოსვლისას, ევროკავშირის დიპლომატიის მეთაური „დროის დაზოგვის მიზნით“ მშობლიურ ესპანურ ენაზე გადავიდა. ამის შემდეგ გადაცემაში ბორელის გამოსვლის ხმა გაითიშა – სამაგიეროდ მხოლოდ ინგლისურ ენაზე სინქრონული თარგმანი გაისმა. ამ თარგმანის მიხედვით, ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირს არ აქვს „კონკრეტული გეგმა, თუ როგორ დაამარცხოს ფაშისტური რუსეთი და მისი ფაშისტური რეჟიმი“. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა, ხოსეპ ბორელმა, რომელიც რუსეთს "ფაშისტურ სახელმწიფოს" უწოდებს, მთლიანად გააუქმა თავი დიპლომატად, განუცხადა TASS-ს რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. „რა თქმა უნდა, ამიერიდან, მისი არც ერთი გადაწყვეტილება რუსეთისა და მასთან ურთიერთობის შესახებ არ შეიძლება იყოს აქტუალური“, დასძინა მან. მოგვიანებით, ბორელის სპიკერმა, პიტერ სტანომ განუცხადა TASS-ს, რომ ბორელის სიტყვები „მხოლოდ პარლამენტის ერთ-ერთი წევრის განცხადებას ეხებოდა, რომელმაც [დისკუსიის დროს] გამოიყენა ეს გამოთქმა“. სტანოს თქმით, თავად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი „რუსეთს ასე არ უწოდებს“.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)