|
2022-08-31 14:53:42, 1288 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის მერია რუსეთის დროშის აღმართვაზე - მოქალაქის მიმრთ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი
მოხერხდა მოქალაქის იდენტიფიცირება და შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ,- ასე გამოეხმურა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქის მიერ რუსეთის სახელმწიფო დროშის აღმართვას. მერიის ცნობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა კოდექსის 150-ე მუხლის 2 პრიმა ნაწილით მოხდა. „ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქის მიერ რუსეთის სახელმწიფო დროშის განთავსების გამო, ქუთაისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა. მოხერხდა მოქალაქის იდენტიფიცირება. მის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 2 პრიმა ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის წარწერის, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულებას ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე,მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე. ზემოთ აღნიშნული ფაქტი მოხდა 29 აგვისტოს, მიმდინარეობდა მოქალაქის იდენტიფიცირება, რის შემდეგაც განხორციელდა შესაბამისი ქმედება მუნიციპალური ინსპექციის მიერ. აქვე აღვნიშნავთ, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაციის მიერ დაუყონებლივ მოხდა ფაქტის აღკვეთა“,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართეს. აღნიშნულის შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ოკუპანტის დროშა საქართველოს დროშის გვერდით რამდენიმე საათის განმავლობაში ფრიალებდა, რომელიც მოგვიანებით დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს.
ფოტო: რადიო თავისუფლება
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)