|
2022-08-30 10:27:57, 1215 ნახვა
საზოგადოება
„რუსთავის აზოტში“ ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება განხორციელდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სს „რუსთავის აზოტში“ ადმინისტრაციული მიწერილობით დადგენილი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის ინსპექტირება განახორციელეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიწერილობით, კომპანია ვალდებული იყო საქმიანობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტლების პირობების დაცვით განეხორციელებინა. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანიის მიერ გარკვეული ვალდებულებები შესრულებული არ არის, მათ შორის, გამოვლინდა არაორგანიზებული გაფრქვევისა და ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნების დარღვევის ფაქტები. ინსპექტირების პროცესი გრძელდება. საწარმოს მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა და გატარდება კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)