|
2022-08-29 17:16:36, 1200 ნახვა
საზოგადოება
ტაბახმელაში რეკრეაციული სივრცე მოეწყო
მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს აქტიურად ახორციელებს. ამ ეტაპზე, ტაბახმელაში ახალი რეკრეაციული სივრცე 5 000 კვ მ. ფართობზე მოეწყო. პროექტის შედეგად, ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ზონები, სპორტული მოედანი, ტრენაჟორები, მოსასვენებელი პავილიონები განთავსდა. ასევე, მოეწყო LED განათების და სარწყავი სისტემა. სკვერში დაიდგა საპარკე ინფრასტრუქტურაც. დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, მერის მოადგილე კახა გულედანი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე გაეცნენ. „ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენს რაიონს მსგავსი სივრცეები შევმატოთ, სადაც ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება მოსვლა და განტვირთვა. ამ ტერიტორიის რეაბილიტაცია გახლდათ მერის დაპირება და დღეს უკვე გვაქვს განახლებული სკვერი, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 680 000 ლარი გამოიყო.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)